ანტი-ჰომოფობიის საშიშროებაზე
მოგეხსენებათ 17 მაისს გეი აღლუმად შერაცხული, ჰომოფიბიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი, მცირე მანიფესტაცია ჩატარდა. რამდენიმე წამით თავს ქართველ ჟურნალისტად წარმოვიდგენ და გეტყვით, რომ ამ გამოსვლას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ქართელი ჟურნალისტობა იქით იყოს და, მე თუ მკითხავთ, არაერთგვაროვანი კი არა სწორედაც რომ ერთგვაროვანი შეფასება მივიღეთ: – ,,ქართველობას გვართმევენ ხალხო“. იმ დღეს რეპეტიციები მქონდა, თორემ ამ ამბავს არ დავაკლდებოდი, თუმცა საღამოს საკმაოდ ვიყეფე ადამიანთა თანასწორობაზე (იხილეთ დანართები პოსტის ბოლოს), გინდათ კანონის და გინდათ ღვთის წინაშე. ,,გემოვნებაზეა“დამოკიდებული ,ზოგს კანონის უზენაესობის სწამს, (გაგიკვირდებათ და ჩვენს ქვეყანაშიც კი) ზოგს – უფლის.
ისე ქართველი ჟურნალისტივით კი მივედ-მოვედები, ჯობს სათქმელზე გადავიდე. მოკლედ, ამ დღეებში სულ მინდა ამ თემაზე დავწერო, მაგრამ რატომღაც თავს ვიკავებდი. ალბათ ისევ იმ არაერთგვაროვანი შეფასებების გამო. ამიტომ მინდა გთხოვოთ, ჯერ ბოლომდე ჩაიკითხეთ ჩემი სუბიექტური მოსაზრება და ამის შემდეგ გამოიტანეთ დასკვნები. Read more…
გაფუჭებული ტელევიზორი (არასაკონკურსო პოსტი)

მაშინ, როცა მისაღებ ოთახში მდგარი დიდი შავი ყუთიდან წამყვანი კაცის ხმა იტყვის, რომ ახალი ამბები კეთდება აქ ბებიაჩემი ხვდება, რომ დაიგვიანა. აწი სხვა არხზე აღარ გადაართვევინებენ სერიალის საყურებლად. ისე, საყურებლად პირობითი ნათქვამია, რადგან წესიერად ვერც ხედავს გამოსახულებას. ექიმმა უთხრა ასაკობრივია და აღარაფერი ეშეველებაო. ჰოდა, ბებიაჩემიც თანდათან შეეგუა საკუთარი მხედველობის დაქვეითებას ისე, როგროც ჩვენ შევეგუეთ საკუთარი უფლებების უგულებელყოფას. შეიძლება ბებიაჩემმა საერთოდ დაკარგოს კიდეც მხედველობა, არც ჩვენი უფლებების შემთხვევაშია იგივე გამორიცხული. ჰოდა სად გავჩერდი? ყოველ საღამოს ასე ხდება, ყველა მისაღებში ვიკრიბებით, დიდ შავ ყუთთან. სულ ოთხი ვართ და გამომდინარე იქიდან, რომ ყველა არხზე მაინც ერთსა და იმავეს აშუქებენ ძირიადი დაპირისპირება მინაც უმრავლესობასა და ბებიაჩემს შორის ჩნდება. არ აინტერესებს ეს პოლიტიკა და მოკალით, სერიალები ურჩვნია. მერე რა, რომ ყველა სერიალი ერთმანეთს ჰგავს, პერსონაჟები ხომ მაინც არიან განსხვავებულნი?! აი უმრავლესობისთვის სასურველ არხებზე კი რესპოდენტთა მრავალფეროვნებაც კი არაა. მართალია ბებიაჩემი და ჰა, უმტკიცეთ საპირისპირო.
ჩემი მშვიდობიანი იდეები (ნაწილი I ომი)

კაცობრიობამ დასაბამიდან დღემდე არაერთი ომი გადაიტანა. ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად, ძირითად შემთხვევებში, პრობლემების შეიარაღებული დაპირისპირებით მოგვარებაც მცირდებოდა. უცვლელი რჩებოდა მხოლოდ მიზანი და შედეგი, რამდენიმე ადამიანის ჰეგემონურ მისწრაფებებს ათასობით, ზოგჯერ მილიონობით, ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა.
მოსაზრება ომის საჭიროებაზე საჯაროდ პირველად ბრიტანელმა ბერმა გამოთქვა. ეს აზრი საზოგადოებამ მალევე აიტაცა და არგუმენტებითაც გაამყარა (მოსახლეობა საოცარი სისწრაფით იზრდება, მომავალში საკვები პროდუქტები ყველას აღარ ეყოფა, სამყაროს სჭირდება გადახალისება და ა.შ.).
დღევანდელი სამყაროსთვის უცხო არაა, როცა ერთი ქვეყნის შიდა პრობლემებს რომელიმე დიდი ქვეყანა “აგვარებს”. სცენარი ძირითადად ერთნაირია, დიდი ქვეყანა პატარას “დახმარების ხელს უწვდის”, ყოველი შემთხვევისთვის დიდი ქვეყნის და ამ დიდი ქყვეყნის სიდიდეზე დამოკიდებული პატარა ქვყნების ტელევიზიები ამას ასე აშუქებენ. პატარ-პატარა ქვეყნები კი დიდი ქვეყნის გულის მოსაგებად თავადაც ერთვებიან პატარა ქვეყნის პრობლემაში და საბოლოოდ, ხოცავენ მათ, ვინც საკუთარ მიწა-წყალს იცავს.
ღია წერილი დაზარალებულ სტუდენტს, ზვიად მამფორიას
მიმართვა ყველას, ვისაც გული შესტკივა თსუ-ზე.
ვისთვის როგორაა არ ვიცი, მაგრამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირადად ჩემთვის 1918 წელს დაარსებული და ამჟამად დაკნინებული სასწავლო დაწესებულება არაა. უფრო მეტიც, ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ სასწავლო დაწესებულება. რიგი გარემოებების გამო, თსუ-ში ფეხი ადრეულ ასაკში შევდგი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მის კედლებში გავიზარდე. უნივერსიტეტი ჩემთვის ყოველთვის გამორჩეული ადგილი იყო, რომელში სწავლაზეც ვოცნებობდი. ახლა კი, როცა საბოლოოდ მიწევს არჩევანის გაკეთება, სად ჩავაბარო, კიდევ უფრო მიმძაფრდება სურვილი, მერქვას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, რათა უფრო აქტიურად ჩავება მის ცხოვრებაში და მონაწილეობა მივიღო იმ უსამართლობის აღმოფხვრაში, რომელსაც სტუდენტები ყოველი ფეხის ნაბიჯზე აწყდებიან. Read more…
დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე

უკვე კარგა ხანია ახალი აღარაა ის ამბავი, საქართველო მსოფლიო კულტურის ცენტრში რომაა მოქცეული. სწორედ ჩვენი ქვეყნიდან ახსენებენ მსოფლიოს თავს ერთ დროს პოპულარული, ახლა კი ყველასგან მივიწყებული შემსრულებლები. აბა სხვა რისი დასტურია თუ არა იმის, რომ ჩვენი სამშობლო კულტურულ მწვერვალებს იპყრობს, ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავები უკვე გლდანშიც კი მართავენ კონცერტებს. Read more…
გაიწიეთ გეთაყვა..
იცით ყველაზე ნაკლებად როგორი ხალხის მესმის? აი ორი წლის წინ რომ იცნობდით, მერე სადღაც გაქრნენ. ორი წლის მერე თავი გაგახსენეს და თქვენც გაიხსენეთ.. მერე ცოტა ილაპარაკეთ და თქვენი ორი წლის წინანდელმა ნაცნობმა გულგრილობაში დაგდოთ ბრალი. გითხრათ, რომ თურმე როცა თქვენ გჭირდებოდათ მაშინ კარგად ელაპარაკებოდით ახლა კი ზედაც არ უყურებთ. მისი არგუმენტების აფსურდულობაში დარწმუნებული ხართ, რადგან ახლო ურთიერთობა არც არასოდეს გქონიათ, მაგრამ მაინც ეუბნებით რომ არაფერი შეცვლილა. თქვენი ორი წლის წინანდელი ნაცნობი კი აგრძელებს თავისას. მოგეშლებათ ნერვები ეტყვით რომ დაახვიოს ისიც ასე მოიქცევა. Read more…












